დღეს “კურიერმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. თეა გოდოლაძე “კვირის პალიტრასთან” ამბობს:
“რუსთავი 2”-მა გაავრცელა ეს ინფორმაცია? ჩემი აქტიურობის გამო ხდება ყველაფერი. პროკურატურამ შემიკერა საქმე. ჩემი ადვოკატები გააკეთებენ განცხადებას და ჩაერთვებიან პროცესში. რეალურად, საქმე სხვაგვარად არის. პირიქით, ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა ჩემი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან. ამის გამო, მე გამოვიძახე პოლიცია, შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული მის წინააღმდეგ, მას უწევდა ციხეში წასვლა და ეს რომ არ მომხდარიყო, ათქმევინეს, რომ თითქოს მე ვიძალადე მის 17 წლის შვილზე და ასე აღძრეს საქმე ჩემ წინააღმდეგ. არადა, ეს სიცრუეა. პირიქით, მან იძალადა ჩემზე, რადგან არ მოსწონდა მე და მამამისს რომ გვქონდა ურთიერთობა, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი. ეს არის 2021 წლის ამბავი, მაშინ მე არაფერი მითქვამს… მაგრამ შემდეგ, როცა ჩემი პარტნიორის ძალადობის გამო გამოვიძახე პატრული, ეს ძველი ამბავი გამოიყენეს. ათქმევინეს, თითქოს მე ვიძალადე მის შვილზე და გამოჰყვეს ცალკე წარმოებაში ეს საქმე. რაღაც თქვი გოდოლაძეზეო და მან ეს თქვა. 2021 წლის ამბებზეა საუბარი, აქეთ ვარ დაზარალებული. მოკლედ, გამოიგონეს საქმე ჩემ წინააღმდეგ და ახლა ატრიალებენ ამას. ვიმეორებ, მე შეტანილი მაქვს საჩივარი. ჩემზე მოხდა ძალადობა…
ორდერი ორივეზე იყო გამოცემული, მაშინ ჩემზეც გამოსცეს, მე გავასაჩივრე ეს გადაწყვეტილება და მოვიგე, იმიტომ, რომ ყველა მიხვდა, კერავდნენ საქმეს. ახლა, ერთი წლის შემდეგ, პროკურატურამ ამოატივტივა ეს საქმე, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადებების გამო ამოწიეს, ეტყობა, საქმე და შეგნებულად მიმდინარეობს ჩემი დისკრედიტაცია.
კომენტარები