,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი:
,,რაზე გამახსენდა და ლяკა ხოშტარიას დედას, რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფულით კიდევ ერთი ბინა უყიდია ბათუმში…
რამდენიმე დღის წინ, კაფეში შემოვიდნენ ლяკას მშობლები – ირინა გუნცაძე და გოგი(ა) ხოშტარია.
მათ დანახვაზე გამახსენდა “საბრალო” ოჯახი, რომელმაც გაჭირვების გამო შვილი МГИМО-ში უფასოზე მოაწყო. შვილი, რომელმაც ბეჯითად ისწავლა და საქმეც მიიღო იმისგან, ვინც მის “განათლებაში” რუსეთის ბიუჯეტის ფული დახარჯა. შემდეგ, მოავლინეს ლяკა საქართველოში, სააკაშვილის მთავრობაში მაღალ-მაღალ პოზიციებზე. მერე რა, რომ სანდრო გირგვლიანის მეგობარი იყო, რომელიც რეჟიმმა სასტიკად მოკლა და ოჯახი გაუნადგურა, აგენტს გრძნობების უფლება არ აქვს, ის ხომ ასეა МГИМО-ში გამოწვრთნილი.
ლяკას დღესაც უხდიან რუბლებში მსუყედ აგენტურული საქმიანობისთვის, ის კი დარბის საოკუპაციო თვალსახვევით და ასე, ცალი თვალით ებრძვის დამპალ ოკუპანტს, რომელმაც წლების წინ გაჭირვებული გოგონა შეიფარა და უფასოდ მისცა განათლება, შემდეგ კი დაასაქმა კიდეც. გოგონა ირგებს პროდასავლელის იმიჯს, მას აქვს ის ყველა გარეგნული მახასიათებელი, რაც ჭეშმარიტ პროდასავლელს უნდა გააჩნდეს – “პუტინ ხუილოს” ამბობს დღეში 50-ჯერ, ყოველი მესამე სიტყვა არის – ოკუპანტი, გულზე დაკოფსილი აქვს უკრაინის დროშა და ჩანთაზე აწერია “Русский военный корабль, иди на хуй…”
ხო მართლა, თემას გადავუხვიე… გამოსვლისას, ის იყო მადლობა უნდა მეთქვა ბატონი გოგისთვის, რადგან ის არც ერთ რუბლს არ უტოვებს რუსეთის ბიუჯეტს, აგრესორმა ტანკები რომ ვეღარ აწარმოოს, მაჩერებს ზემოთ ხსენებული ბიოგრაფიის მქონე ადამიანის დედა, ქალბატონი ირინა, აი ის, რუსული ფულით კიდევ ერთი ბინა რომ შეისყიდა ბათუმში და მეუბნება – “მალე დრო მოვა ქუჩაში საერთოდ ვეღარ ივლითო…”
რას ვეტყოდი, უფროსი ხალხი ხართ(ისე გოგია მაგარი მოტეხილია), ასაკს პატივს ვცემ და როგორ შეგეპასუხებით, ღმერთმა გაგახაროთ მეთქი, მოვბრუნდი და წამოვედი…
მინდა მადლობა ვუთხრა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც მოტივაციას გვმატებს კიდევ უფრო მტკიცედ ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ისინი ხელისუფლებაში ვეღარასოდეს მოვიდნენ და აგენტოკრატია აღარ დაბრუნდეს… მათ ხომ ის შეუზღუდავი ძალაუფლება ენატრებათ – მერაბიშვილის პოლიცია და ახალაიას ციხე… თვითონ არხეინად, რომ იყვნენ და სხვა უდანაშაულო ადამიანების წამების ყურებაში გემოს რომ ატანდნენ… ეგ დრო არასოდეს მოვა და როცა “თქვენი დრო” ოყო, ჩვენ მაშინაც თავაწეული დავდიოდით თბილისის ქუჩებში და ყოველთვის ასე იქნება… თქვენც, ღმერთმა გატაროთ დიდ ხანს, მაგრამ იქნებ ოდნავი, იოტის ოდენა სინდისის მარცვალი მაინც გაღვივდეს თქვენში ოდესმე – რუსული ფულით ნაყიდ ბინას რუსებზე რომ გააქირავებთ…
ნაცის ნაგლობას საზღვარი არ აქვს!”
კომენტარები