ირანში ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1,134-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 89,328 ადამიანს დაუდგინეს, მათგან 3,096 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. გარდაცვლილია 5,650 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 76 ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები