ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტზე მიმართვისას, თქვა:
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს ეხება ყირიმსაც. უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის და საკუთარი სამშობლოსთვის. გარდა ამისა, ჩვენ ევროკავშირში ვიცით, რომ უკრაინა ასევე იბრძვის ჩვენი საერთო ფასეულობებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვუწესებთ რუსეთს სანქციებს და ვეხმარებით უკრაინას ფინანსურად. ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. ევროკავშირი უკრაინის გვერდით იდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
კომენტარები