ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) მთვარეზე მისია ჩანდრაიან-3 დასვა. მისიაში შედის სტატიკური ხომალდი და მავალი, რომლებიც წარმატებით დაეშვნენ მთვარის სამხრეთ პოლარულ რეგიონში. ერთი ორბიტერი მთვარის ორბიტაზე დარჩა და მოძრაობას იქ გააგრძელებს. ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარეზე მუშა მავალი დასვა; ამ დროისათვის, ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და ჩინეთმა შეძლეს.
მთვარის ამ რეგიონში ცდილობდა ხომალდის დასმას რუსეთიც. მისიამ კრახი განიცადა, აპარატი მთვარის ზედაპირს შეასკდა და განადგურდა.
კომენტარები