რუსეთის ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადრე ის ეკუთვნოდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელს ევგენი პრიგოჟინს, რომელიც, რუსული მედიის ცნობით ასევე მგზავრებს შორის იყო.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, Embraer Legacy-ის თვითმფრინავი სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა, რომელიც ტვერსა და ველიკი ნოვგოროდს შორისაა. ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა დაიღუპა. რუსული ავიაციის ცნობით, მგზავრებს შორის იყო ევგენი პრიგოჟინი.
hromadske–ს ცნობით, „ვაგნერთან“ დაახლოებული ტელეგრამის არხი ირწმუნება, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსეთის საჰაერო თავდაცვამ. თვითმფრინავის დაცემამდე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სავარაუდოდ გაიგეს საზენიტო ცეცხლისთვის დამახასიათებელი ორი აფეთქება.
კომენტარები