ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი:
“ყველა ლოგიკით ახლა ბათუმში უნდა ვიყო, ფაქტი კი ასეთია, ჩემს ნინოსთან და სოფოსთან ერთად ვსხედვართ კიევის ომის მუზეუმში, საკმაოდ ვიწრო საზოგადოებრივ წრეში, ჩვენს წინაშე სიტყვით გამოდის უკრაინის პრეზიდენტი და ორდენებს გადასცემს ომში დაღუპული გმირების მშობლებს და ამაგდარ ადამიანებს, მასთან პირადი მისალმებაც შევძელით, გაცისკროვნდა ნინოს დანახვით, რადას თავმჯდომარესაც გამოველაპარაკეთ და მთავარსარდალ ზალუჟნისგანაც მოვისმინეთ მისი სამშობლოსადმი გვერდში დგომისთვის ჩვენდამი გამოხატული მადლიერების სიტყვები…
უკვე უკრაინის დამოუკიდებლობის დღე დგება, რომელიც სამხედრო აღლუმის შემდგომ ადგილობრივ ორკესტრთან ერთად ჩვენი მუსიკალური საღამოთი აღინიშნება, რომლის აუდიტორია რეაბილიტაციის პროცესში მყოფი მებრძოლებით და საველე მედ-პერსონალით იქნება სავსე…
უკრაინაში თანამედროვე სამყაროს უახლესი ისტორია იწერება, ჩვენ კი ღმერთმა გვარგუნა პატივი ამ ისტორიის ერთი პატარა ნაწილი ვიყოთ, ხოლო უშუალოდ ჩვენი ცხოვრების ისტორიისთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი, საამაყო და დაუვიწყარი დღეებია, ომის დაწყებიდან უკვე მეხუთეჯერ ჩამოსვლით და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს სწორი და ღირსეული პოზიციის დაფიქსირებით. გვაქვს შეგრძნება, რომ აქ ვართ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის სახელით! “
კომენტარები