25 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ფარმადეპოში განსაკუთრებული ფასდაკლებებისა და შეთავაზებების კვირეული დაიწყო. აფთიაქში მოსულ მომხმარებლებს -50%-მდე ფასდაკლება დახვდება კოსმეტიკის 30-ზე მეტ, ყველაზე მოთხოვნად ბრენდებზე, როგორიცაა ტოპიკრემი, ისისფარმა, ვიში, ლაროში, ეუცერინი და სხვა. საუკეთესო ფასები მოქმედებს საკვებ დანამატებსა და სხვადასხვა სააფთიაქო პროდუქტებზე. -40%-იანი ფასდაკლება გავრცელდება საბავშვო ამერიკულ ბრენდ „კარტერსზე“.
როგორც კომპანიაში აცხადებენ: – „ხანგრძლივი ზაფხულის დასრულების შემდეგ ჩვენს კანსა და
ორგანიზმს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, სწორედ აქედან გამოდინარე ზაფხულის
გაცილების კამპანიაში ვითვალისწინებთ თემატურ პროდუქტებსა და ტოპ გაყიდვად ბრენდებს
და მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ფასებით
ისარგებლონ. გარდა ამისა ჩვენს აფთიაქებში, სხვადასხვა ქალაქებში ყველასათვის საყვარელი
ბრენდები მომხმარებლებს დამატებით აქტივობებს სთავაზობენ – შენაძენზე საჩუქარი,
გათამაშებები, ჯანსაღი სნექების დეგუსტაცია და სხვა აქტივობები, რომელიც შეგიძლიათ
ამოიკითხოთ ჩვენს განრიგში, ასევე ეწვიოთ ფარმადეპოს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდს.“
აქტივობების განრიგი:
25 აგვისტო ფარმადეპო – ვაჟა-ფშაველას გამზირი 39 (დელისი)
19:00 სთ-დან ბრენდ ურიაჟის აქტივობა: გათამაშება, მუსიკა, ფურშეტი.
25 აგვისტო ფარმადეპო – ქუთაისი – გელათის ქუჩა 1
12:00 საათიდან – ბრენდ ატირანსის აქტივობა: საჩუქრები შენაძენზე, ჯანსაღი სნექების დეგუსტაცია, მუსიკა.
26 აგვისტო – ფარმადეპო – ბათუმი – ინასარიძის 14
19:00 საათიდან – ბრენდ “NOTE”-ის აქტივობა: მეიქაფ არტისტის მასტერკლასი, ბარბის ფოტოზონა, საჩუქრები NOTE-ის შენაძენზე, სნექების დეგუსტაცია
26 აგვისტო – ფარმადეპო – რუსთავი – შარტავას გამზირი 3
12:00 საათიდან – ბრენდ ბიოქსინის აქტივობა: საჩუქრები შენაძენზე, ფურშეტი
27 აგვისტო – ფარმადეპო – ბათუმი – მელიქიშვილის 18/გორგილაძის 92
12:00 საათიდან – ბრენდ ურიაჟის აქტივობა: საჩუქრები შენაძენზე; ჯანსაღი სნექების დეგუსტაცია.
კომენტარები