მედვედევ-ბჟანია-გაგლოევის შეხვედრაზე, რომელიც მოსკოვში შედგა, გია ვოლსკი ამბობს:
“მედვედევის ეს განცხადება არის მუქარა. მუქარა არის იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული განვითარების შემთხვევაში, მათ გააჩნიათ ეს რესურსი, რომ იმოქმედონ სამართლებრივი გზით, ეს რა თქმა უნდა, ბრჭყალებში.
ძალისმიერი მოქმედებები რუსეთისათვის არის უცხო. ჩვენ გვაინტერესებს, გადავრჩეთ, შევინარჩუნოთ სტაბილურობა. რასაკვირველია, ამ მუქარის ქვეშ ვცხოვრობთ. რომ არ გაეკეთებინა განცხადებები მედვედევს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური დაპირისპირების პირობებში, რუსეთი იმოქმედებს ისე, როგორც მის ინტერესებს შეესაბამება”.
კომენტარები