ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“არსებობს ასეთი კაციჭამია ნაცისტური ორგანიზაცია – რუსიჩი.
2014 წლიდან უკრაინაში იბრძვიან და ათასი სისაძაგლე აქვთ ნაკეთები.
უნდა ითქვას, რომ რუსების კვალობაზე საკმაოდ კარგად ორგანიზებული და ბრძოლისუნარიანი დანაყოფია.
უყურეს ამ რუსიჩებმა იქეთ იგორა გირკინის დაჭერას, აქეთ ჟენია პრიგოჟინისა და მაგათსავით ნაცისტი დიმა უტკინის ჩახოცვას და იფიქრეს ეტყობა, შემდეგი ჩვენ ვართ რიგშიო.
ჰოდა, მოკლედ, დღეიდან აღარ ვომობთ ჩვენო. წავალთ, დაგროვილ პირად საქმეებს მივხედავთო.
სანამ ჩვენ დაკავებულ წევრს არ გამოიხსნის ვლაძიმირ ვლაძიმიროვიჩი ფინეთის ციხიდან, ჩვენი ფეხი არ იქნება უკრაინაშიო!”
კომენტარები