ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“, – ამის შესახებ „ნიუ იორკ პოსტი“ იაპონურ გამოცემაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, კიმ ჩენ ინი „ვეგეტატიურ მდგომარეობაში“ (ქრონიკული უგონო მდგომარეობა) გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ იმყოფება.
დღეს კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაციები ვრცელდებოდა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ჰყავს და – კიმ იო ჩინი, რომელიც ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.
კომენტარები