პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
,,გუშინ რაც ვნახეთ პოლიტიკური, ელიტური კორუფციის ნიაღვარი იყო, რომელიც ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ვაკის პარკის ტრაგედიაც კორუფციის შედეგი იყო. კორუფციის აღმოფხვრა ფულის უკანონოდ მკეთებელი, „ატკატების“ მიმცემი და მიმღები ხალხის პასუხისგებაში მიცემით ხდება და არა კორუფციაზე საკუთარი პასუხისმგებლობის ხალხზე გადაბრალებით. სახელმწიფო რომ გვქონდეს, დამოუკიდებელი ინსტიტუტებით, საწვიმრიანი უსუსური პიარის ჭამას არ გვაკადრებდნენ, გამოძიების შედეგებს ვნახავდით.”
კომენტარები