უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე:
“ბატონო გენერლებო, მაღალი რანგის ოფიცრებო.
დღეს ფაქტიურად მსოფლიო ომების ისტორიაში პირველად მოხდება, ის რაც არ მომხდარა არასდროს .
ამ წუთის გეოლკაციით 82 ბრიგადის მოწინავე მოერიშეები უკვე შესულები არიან სოფელ ვერბოვოეში. ვერბოვოეს აღების შემთხვევაში,სოფლიდან აღმოსავლეთით არის კიდევ ერთი საკვანძო თავდაცვითი ზღუდე , აღების შემთხვევაში ფაქტიურად აზოვის ზღვამდე ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს უკრაინის არმიას, სადაც უკუქცეულ რუსებს უკვე აღარ ექნება საშუალება რომ კიდევ რაიმე თავდაცვის ხაზი შექმნას.
რუსები სჭარბობენ რიცხობრივად მაგრამ გადაღლილი რუსი მედესანტეები უკვე ვეღარ აჩერებენ.
9 თვიანი უძლიერესი თავდაცვითი სიმაგრეები უკრაინულმა არმიამ სამ თვეში გატეხა, ისიც ბოლო ორი კვირაა რაც უკრაინას გაუჩნდა საცეცხლე უპირატესობა, კასეტური ჭურვების მოწოდების შემდეგ.
ასეთი სიმაგრეების გარღვევა ისტორიაში მოხდა.როდესაც წითელ არმიამ გაარღვია ეგრეთწოდებული მონერგეიმის თავდაცვის ხაზი ,ოღონდ სადაც წითელ არმიას ათჯერ მეტი უპირატესობა ქონდათ არტილერიით და ტანკებით.
აქ მოხდა პირიქით არა სახარბიელო ძალების რაოდენობით და რესურსებით უკრაინამ გატეხა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ხაზი თუ როდისმე შექმნილა.
დიდება ჩვენ სამშობლოს, დიდება უკრაინას ??????????????✊?”
კომენტარები