ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“მომავალი არჩევნების თავისებურება ის არის, რომ არასდროს საქართველოს ისტორიაში თბილისის მოგებას არ ჰქონდა ასეთი მნიშვნელობა, როგორიც ექნება 2024 წელს.
მნიშვნელოვანი კი იყო, როგორ არა. მაგრამ ესოდენ – არა.
იმიტომ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება პირველი ე.წ. „მაჟორიტარების“ გარეშე;
ანუ შეიძლება მოიგო ტყიბული, თელავი, თუნდაც ზესტაფონი, თუუუუუუნდაც ქუთაისი, მაგრამ თუ წააგებ თბილისს – მთლიანობაში წაგებული ხარ.
ელექტორალური თვალსაზრისით, თბილისიც, თელავიც, ქუთაისიც და ტყიბულიც „მიკროსოციუმებია“. საკუთარი თავისებურებებით.
ამიტომ 2024 წლის არჩევნებს მოიგებს ის, ვინც მოიგებს თბილისს.”
კომენტარები