“მთავარი არხის” თანადამფუძნებელი, გიორგი რურუა, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“1992 წელს რატის და მიშიკოს (ხულიგანა ) ბოლოჯერ შევხდი გაგრის საავადმყოფოში.
კოლხიდის მთაზე დილის 5-6 საათისთვის დაიწყო შემოტევა და პირველი ნასროლი რპგ-ც ფეხებთან გამისკდა, მივიღე კონტუზია, ასე ავღმოჩნდი გამთენიისას საავადმყოფოში. ნელნელა დაიწყო დაჭრილების მოყვანა. მსუბუქად დაშავებულები ეზოში გადაგვიყვანეს. რომელიც
გადავსებული იყო მებრძოლეებით, ახალი შეტევა იწყებოდა ბიჭვინთის მიმართულებით.
რატიც და ხულიგანაც იქ ვნახე, იმ დღის ჩამოსულები იყვნენ. ერთი სული ქონდათ ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ.
რამოდენიმე ხანი ჩემი თხოვნით ჩემთან დაყვეს, რომ შემდეგ ერთად წავსულიყავით ოპერაციაზე. თავი და გონება ერთიანად დაბინდული მქონდა, თითქოს ძილღვიძილში ვიყავი, ჩამეძინებოდა, გამეღვიძებოდა …
ბიჭები ისევ იქ იყვნენ.
ხათრი არ გამიტეხეს, რამოდენიმე ხანი ჩემთან დაყვეს და როცა მიხვდენენ რომ ჩემი მდგომარეობა რთული იყო, უთქმელად წავიდნენ.
ჩვენთან ერთად იყო ლაშა ნიკოლაიშვილი, ალეკო მეტრეველი.
იმ დღეს დაიღუპა კოტე ჯანჯღავა,შემდეგ მიშიკო ბურძგლა, პავლიკა იოსელიანი …
გმირები არ კვდებიან
არასდროს დაგივიწყებთ “
კომენტარები