სოციალურ ქსელში, ჯგუფში, სასოწარკვეთილი მომხმარებელი, მარიამ ჟამერაშვილი, წერს:
“რამე გავაკეთოთ, თორე ეს კანტორა Metro Georgia • მეტრო ჯორჯია ერთ დღეს უამრავ ადამიანს დაღუპავს!!!
ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ, მაგრამ ახლა გამწარებული ჩამოვედი ბათუმიდან. მიზანმიმართულად ღამის ავტობუსს გამოვყევი, რომ გზაში დამეძინა და დღე არ დამეკარგა. რა დამაძინებდა!!! მძღოლი გამოუძინებელი იყო!!! პირველივე წუთიდან საჭესთან ამთქნარებდა, ეყვინთებოდა, თვალიდან ვერ იხედებოდა, გაბარიტებს და სიჩქარეს ვერ გრძნობდა. ისეთ მანევრებს აკეთებდა ცოცხალი რომ ჩამოვედი მადლობა ღმერთს და იმ მძღოლებს, რომლებმაც მოახერხეს და თავი აგვარიდეს. ზესტაფონში მანქანა გაფუჭდა, რაღაც შლანგი გაწყდა ან ამოვარდა, ავტობუსი აღმართში ძლივს ადიოდა, მიღოღავდა და დაღმართში ისეთ სიჩქარეს კრეფდა მძღოლი ძლივს ამუხრუჭებდა. მოსახვევებში სადაც ხილვადობა ნულია საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადადიოდა, ვერ იმორჩილებდა საჭეს და ძალიან ბევრი ავარიული სიტუაცია შექმნა! იქ სადაც 50 კმ/სთ სიჩქარეა დაშვებული 110-ით მიქროდა. რასაც ღეჭავდა და ჭამდა ყველაფერს ფანჯრიდან გარეთ აგდებდა და 8 საათი რაც გავატარე გზაში განუწყვეტლივ იგინებოდა.
ღამე რომ არ ყოფილიყო შუა გზაზე გავაჩერებინებდი და ჩამოვიდოდი, აბა ღამის 4 საათზე როგორ დავდგებოდი მარტო, გზაზე სადღაც გადაკარგულში, ტელეფონიც რომ არ იჭერს.
ვერ ვიძინებდი შიშისგან და სულ თვალებში ვუყურებდი სარკიდან, ვაითუ ჩაეძინება ყურში ჩავყვირო გავაღვიძო თქო და იმ უნამუსომ სარკე აატრიალა სახურავისკენ და ბუზღუნი დაიწყო რომ ვუყურებ, ალბათ ჩემი დაძაბული სახის ყურება არ ესიამოვნა და ისევ შეიყო თითი ცხვირში.
გზაში თვითონ ამბობდა რა გაგვტანჯეს ამათმაო სულ შვიდი ავტობუსი ჰყავთ და ყველა გაფუჭებულიაო. ასევე დღეს მისი განრიგი არ იყო, შესაბამისად უკვე დაღლილმა ჩამოგვიყვანა ბათუმი-თბილისის რეისზე და ახლა რამდენიმე საათში თბილისი-ბათუმის გზა უნდა გაიაროს. ცოცხლები ჩავლენ რო? როგორც კი ჩამოვედი ავტობუსიდან დავიწყე ოფისში რეკვა, არავინ მიპასუხა. რისი გაკეთება შეიძლება ასეთ დროს? გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალება არ არის სახუმარო თემა!!! რამდენი ადამიანია სასიკვდილოდ განწირული?!!!”
“ალია” დაუკავშირდა კომპანია Metro Georgia–ს, თუმცა, მას კომენტარი არ გაუკეთებია.
კომენტარები