ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ჩოხატაურში ჩასვლამდე, ადგილზე მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:
“დღეს რაც მოხდა ჩოხატაურში, რაც ხდება ქცეყანაში – არაფერია, თუ არა ხელისუფლების შიში და ამის საპასუხოდ ხალხის შეშინების მცდელობა: არ გქონდეს განსხვავებული აზრი, თორემ პარტაქტივი გცემს…
ჩოხატაურში არის ერთადერთი სკვერი, რომლის გაყიდვაც ადგილობრივ საკრებულოს გადაუწყვეტია,ყველამ იცის, მაჟორიტარი ჩიგოგიძის გარეშე მანდ არაფერი ხდება.პოლიტიკა ბიზნესის კეთების, ფულის საჭრელ მანქანად აქციეს, კანონი და ქვეყანა მოირგეს, ხვალ დაჯდება პარლამენტში ბატონი ჩიგოგიძე და კონსტიტუციაზე და პრეზიდენტის მიერ მის დარღვევაზე იმსჯელებს, ეს არის ხალხის დაცინვა ხელისუფლების მხრიდან, ხოლო მათთან ერთად ამ ეტაპზე მაინც პარლამენტში ჯდომა და ამ ხალხისთვის ხელის ჩამორთმევა, ხალხის დაცინვაა, ოპოზიციის მხრიდან…
უბრალოდ, დათო მჟავანაძეს და მასსავით მართალ, მებრძოლ და იდეის ერთგულ ადამიანებს არც მუშტი აშინებს და არც მუქარა, სიმართლეა ის ძალა, რაც აუცილებლად დაამარცხებს და აღარ დაუშვებს უსამართლობასა და ძალმომრეობას….”
მოგვიანებით, ნიკა მელია ჩოხატაურში ჩავიდა. “ნაიცონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნაცემ თანამებრძოლებს შეხვდა. მელია პოლიციისგან პასუხებს ითხოვს, რატომ არ მოქმედებენ სამართალდამცველები და რატომ არიან ხელშეუხებლები ძალადობაში მხილებული საჯარო მოხელეები, გარდა ამისა, იგი ქართული ოცნების დეპუტატს, ვასილ ჩიგოგიძეს კრიმინალს უწოდებს და ამბობს, რომ პარლამენტში, ასეთ კრიმინალებთან ერთად ყოფნა შეურაცხყოფაა მისთვის.
ნიკა მელია ამბობს, რომ იმაში, რაც ჩოხატაურში მოხდა “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა.
ახლა ჩვენ აქ ჩამოვედით იმისთვის, რომ პასუხი მოვთხოვოთ აი, პოლიციის უფროსს, რას აპირებს? აპირებთ ამ ადამიანის დაკავებას? სულ რაღაც 20 წუთი გჭირდებათ. მე რომ გამეკეთებინა იგივე, ხომ ვიქნებოდი აქამდე დაკავებული? რას ელოდებიან? ფულს აკეთებენ, ფულს იპარავენ, თანაც ისე უნდათ ამ ფულის მოპარვა და კეთება, რომ არ უნდათ, რომ ვინმემ გააპროტესტოს და ის, რაც ჩვენ ვიხილეთ დღეს ჩოხატაური, ეს არის შიშის სინდრომი, ეს არის შიშისგან გამოწვეული ქმედება და საპასუხო მცდელობა, რომ შიშით დათგრუნონ საზოგადოება. ზეგ პარლამენტის სხდომაა, პარლამენტი იწყებს საქმიანობას. ბატონი ჩიგოგიძე ახლა გამოცხადდება ნოტარიალურ კანტორაში ე.წ. პარლამენტში და სხვა და სხვა ღილაკებს ხელს მიაჭერს, მათ შორის, ე.წ. არა რუსული ტიპის კანონებს და იქვე უნდა იყოს ოპოზიციაც და მინიმუმ, თავის დახრით უნდა მიესალმონ ამ კრიმინალს? ესეც ჩემთვის არის შეურაცხყოფა, შეუძლებელია კრიმინალთან იყო ერთ სივრცეში, – ამბობს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ოცნების” პარტაქტივმა დღეს ენმ-სწევრები სცემა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ისინი ნოდარ დუმბაძის სკვერსი გასხვისებას აპროტესტებდნენ და სპეციალურ ბუკლეტებს არიგებდნენ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 2021 წელს, ნიკა მელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა. როგორც მელიამ განაცხადა, ვასილ ჩიგოგიძე მას პირდებოდა, რომ კენჭისყრაზე მისი იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა. ამასთან, როგორც მელია აცხადებს, ვასილ ჩიგოგიძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან უნდა ეყარა კენჭი, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა.
კომენტარები