თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ჩაიკეტა. ქალაქ თეთრიწყაროში კარანტინი გამოცხადდა და შესასვლელებთან ბლოკპოსტები განთავსდა.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე თეთრიწყაროს სოფლები არ ჩაიკეტება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ცენტრის ჩაკეტვის, რადგან მაქსიმალურად შევზღუდოთ კომუნიკაცია და მივიღოთ პრევენციული ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ არ მოხდეს დაავადების ფართო გავრცელება. ჩვენ ამ კუთხით გვაქვს გარკვეული გამოცდილებები და მივყვებით ინსტრუქციებს.
დილიდან მიდის შესაბამისი პოლიციური დანაყოფებისა და თავდაცვის დანაყოფების მიერ შესწავლა გეოგრაფიის და პრაქტიკულად უკვე რეალიზდება, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრი, ყველა გასასვლელი და შემოსასვლელი იქნება ჩაკეტილი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები არ იკეტება, სამ სოფელში არის ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეს ჩაკეტვის საჭიროება არ არის” – განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.
თეთრიწყაროში ინფიცირებული 20-მდე ადამიანია, მათგან უმეტესი მედიკოსია.
კომენტარები