ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, მთავარი არხის დირექტორის, გიორგი გაბუნიას იმ განცხადებას პასუხობს, სადაც მან ნიკა მელიას და მის მხარეს ვაუ უწოდა, ლევან ხაბეიშვილს და მის მხარეს უი და ნაციონალურ მოძრაობას კი ვაი-ვუი.
ნიკა მელია:
“რა არის ვაი და რა არის ვუი, ამას ამომრჩეველი განსაზღვრავს;
ხალხის აზრი კი თუ მანამდე გინდა რომ იცოდე, უშუალოდ ხალხს უნდა ელაპარაკო და არა ვიწრო ბაბლში იპრანჭო.
მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეხებათ, ჟურნალისტების ამოცანაც ხალხის ინტერესის ასახვაა, როგორც გადაცემების სტუმრების, ისე საკითხების დონეზე და არა ვიწრო ჯგუფებისათვის სასურველი ნარატივის გატარება და იაფფასიანი ექსპერტიზა.”
“მელიამ დაიჯერა, რომ რაღაცა შეეძლო… იქნება სადღაც… ვეღარასდროს იქნება ის, რაც იყო” – გაბუნია
“ხაბეიშვილს დასცინიან… არავინ აპირებს ხმის მიცემას, არასერიოზულად აღიქვამენ” – გიორგი გაბუნია
კომენტარები