საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, დინა მირცხულავა:
“დღეს ე.წ. ოჯახის ექიმთან მომიწია მისვლამ.
საბუთი მჭირდება სასწავლებლისთვის, რომ ჯანმრთელი და ტანმრთელი ვარ და იძულებული იყო შეხვედრაზე დამთანხმებოდა, ვინაიდან ხელშეკრულება აქვს ჩემს მომავალ სასწავლებელთან, თორემ ჩემი უცხოური გვარის გამგონე, კარსაც არ გამიღებდა.
ნამდვილი დახვეწილი ფრანგი, მისიე ბეღნანდი…
კარებზე დიდი ასოებით წარწერა დამხვდა :
1. ვინც არ ლაპარაკობს ფრანგულად არ დააკაკუნოს კარებზე !
2.თუ რატომ არის ფრანგულის ცოდნა მნიშვნელოვანი, იხ. მეოთხე პუნქტი.
3. ტიკტოკით დაავადებულ ბავშვებს ნუ მომიყვანთ, მიმართეთ ფსიქიატრს.
4. წამალს იღებთ აფთიაქში და კარგად უსმენთ ფარმაცეპტს, რომ გასარჭობი სანთლები არ უნდა დალიოთ.
5. ორსულობა არ არის ავადმყოფობა.
( რა გაუმწარებიათ ორსულებს)
გვერდულად და თავდახრილი შევედი ოთახში და სკამის კიდეზე ჩამოვჯექი.
ხმას არ ვიღებ.
რამდენი კილო ხარო – მეკითხება და ისე ავიჭერი 2020 წლიდან აქ ვცხოვრობ – მეთქი.
ღმერთებოოოო, ასეთი სტრესი რა ხანია, არ მიმიღია.”
კომენტარები