აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსს, კრის სოჩას ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ.
რას ამბობენ ოპოზიციონერი ლიდერები დახურულ შეხვედრაზე? – დეტალები
პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე. გიორგი ვაშაძე, რომელიც ასევე იყო შეხვედრაზე, ამბობს:
“ღიად ვამბობ, რომ ამაზეც გვქონდა საუბარი, სანქციების თემა იყო განხილვის საგანი. მეტს ვერ გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტებზე, დამოკიდებულია მუშაობაზე. ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ღიად გეუბნებით, კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს უნდა ველოდეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში,“
შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
“ეს იყო დახურული შეხვედრა. ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვეტილების მიღებისას. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ბიძინა ივანიშვილის და რუსული რეჟიმის დამარცხების გარეშე, ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ფიქრიც კი არის წარმოუდგენელი,” – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ “უბრალოდ, ყავა დალიეს.”
ყავის დალევა, თუ ივანიშვილის სანქცირების განხილვა? – რას პასუხობს გახარია მედიას
კომენტარები