პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
“ორი დღეა “ოპოზიციიდან” ჩაგდებულ მესიჯბოქსს ვკითხულობ – “ენმ ევროქოცებად იქცნენო”. რა თქმა უნდა, ამასაც კეზერაშვილს აბრალებენ, არგუმენტად 2016 წელს, ევროქოცების გადინებისას მათ დაფინანსებას “იშველიებენ.”
ამაზე მწარედ მეცინება – 2017 წელი იყო, ენმ-ის მაშინდელი ძალიან გავლენიანი ორი პირი (ამჟამად დევნილობაში მყოფები) ევროპიდან ერთ საქმეზე დამიკავშირდნენ, იქ იყო მესამეც, რომელმაც მიხსენა კეზერაშვილი…
– თქვენ მას ენდობით? ვკითხე.
– გაიცინა, ისე გულწრფელად, როგორც ჩვევია და მიპასუხა: კეზერამ მოღალატეებისგან პარტია გამითავისუფლა, მართალია შემთხვევითი გამყოლებიც არიან მათ შორის, მაგრამ სისუფთავე მაინც კარგია და მან დააფინანსა “გაწმენდითი სამუშაოები. ასე, რომ ჩემიანია”. (არ დავკონკრეტდები ვის ვესაუბრე, ალბათ ყველა მიხვდით ისედაც, მაგრად იქნება დრო და თავად მოყვება საჯაროდ, დარწმუნებული ვარ).
ახლა, იმ კოლექტიურ ბოკერიებს მივმართავ, რომლებიც ამავე კეზერაშვილთან ფულის დარიგების რიგში წლები იდგნენ და არც ახლა იტყოდნენ უარს – ხალხო, სანამ გაჭმევდათ ის კაცი ევროქოცების დამფინანსებელი (თუ თქვენს ლოგიკას გავყვებით) არ იყო?
ვინც გადააფასა თუნდაც ბოკერიას პარტიაში მყოფებმა რაღაცები და ვექტორი გაასწორეს, არსებობის უფლება აღარ აქვთ? მიშა პრივატიზებულია და სხვას მისი მხარდაჭერის უფლებას უზღუდავთ? ვისაც დასავლური ღირებულებები აქვს, უარს ეუბნებით? მიშასგან იცავთ უკვე მიშას პარტიას? კეზერაშვილის ნაყიდ მანქანაზე “დაჟე” მელიამ ერთხელაც არ დაგაპიპინებინათ ისე მოსწონდა და მხოლოდ თავისთვის უნდოდა? ?? ძალიან სასაცილოდ გამოიყურებით კეზერას ფულით ნასუქო, მიშას ხმებით გადიდკაცებულო კაცუნებო და ქალუნებო… გავიგეთ, რომ თქვენთვის ფულს სუნი არ აქვს. გავიგეთ, რომ სანამ იკვებებოდით კეზერა ჯიგარი იყო, მაგრამ თქვენს ნასუფრალს მაინც ეცით პატივი, ბოლოს და ბოლოს მაგ პოლიტ. სუფრასთან მადიანად თქვენვე ილუკმებოდით…
ვიფიქრებდი, რომ კეზერაშვილზე არაინფორმირებული, მაგრამ გულწრფელები ხართ, რომელიმეს “ძალა ერთობაშიას” მაგიდასთან მჯდომი ბოკერია და ბურჯანაძე ერთხელ მაინც რომ გაგეპროტესტებინათ. თქვენი ორმაგი სტანდარტები კი, მხოლოდ ოლიგარქის შუშის სასახლის ჭიშკრიდან დატოვებულ კუდს გიჩენთ. არ გეთქმით არაფერი, ასე რომ გაი-სუს-ეთ ?
P.S. მე ვწერ კეზერაშვილზე და მის ფულზე ძალიან თამამად, რადგან წარმოვადგენ სწორედ იმ იშვიათთაგან თუ ერთადერთ პარტიას, რომელსაც არც კეზერას ფულით შევსებული ბიუჯეტი აქვს და არც სხვისი.
P.P.S. ურაპატრიოტები კეზერაშვილის შესახებ თავდაცვის უწყებაში რუსულ ბრალდებებს ნუ შემოყრით, სტრასბურგმა უკვე გაამართლა.”
კომენტარები