ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი:
“ამას წინათ აფთიაქში ვიჩხუბე. ისე ვიჩხუბე, ისე, მგონი ეგრე არასდროს გამოვსულვარ წყობიდან.
დგას რუსი ოყლაყი, ითხოვს წამლებს რუსულ ენაზე, ქართველი ფარმაცევტი განაზებული, სახეზე გადაფენილი სასიამოვნო ღიმილით ეკურკურება.
ჯერ წყნარად მივეცი შენიშვნა, ყურს იქით გაატარა, მერე ხმას ავუწიე, გაატარა, მერე ვიღრიალე და გაწიწმატდა, მეო, ბინები მაქვს, მაგრამ რუსებზე არ ვაქირავებ და ვიცი რომ მართალი ხარ და გეთანხმები, მაგრამ აქ თეთრი ხალათი მაცვია და ვალდებული ვარ, ყველას თავის ენაზე მოვემსახუროო.
მოკლედ, მისი “ვალდებულება” და მისი თეთრი ხალათი დავახვიე და …
ის რუსი მიხვდა, შემდეგი თვითონ რომ იყო და აორთქლდა.
ფარმაცევტები სამნი იყვნენ, ერთი ჩემს მხარეს იყო, ორი ორზე დავცხეთ, ვიღას ახსოვდა, რისთვის შევედი.
მე და ჩემს მხარეს მებრძოლმა ფარმაცევტმა გოგომ გავიმარჯვეთ, ჩვენი წილი აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნეთ.
რომ გამოვედი, ჩემიანი ფარმაცვეტი გოგო ისევ აგრძელებდა იმ ორის აოხრებას.
მოკითხვა იმ გოგოს ?”
კომენტარები