პოლიტიკოსი, ტარიელ ნაკაიძე:
“რამდენინე წუთის წინ თბილისში დავბრუნდი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოდან. სოფელში შევხდი მოსახლეობას. სოფლის მოსახლეობა აღშფოთებული და შეშინებულია. დაახლოებით 14 დღეა ამ რეგიონოს სხვადასხვა სოფლებში დადის სავარაუდოდ ორგანიზებული ჯგუფი ან ჯგუფები ქვებს ესვრიან სახლებს. უთვალთვალებენ ადამიანებს. სხვადასხვა მეთოდებით აშინებენ სოფლების მოსახლეობას. ადგილობრივები განმარტავენ, რომ მათ არაერთხელ მიმართეს სამართალდამცავებს თუმცა რეაგირებას ვერ ხედავენ.
რამდემიმე წუთის წინ დაგვირეკეს სოფელ პირველ ქესალოდან და ამაღამაც იგივე ფაქტი განმეორდა. ადგილობრივების ნაამბობიდან ირკვევა, რომ პირები ვინც შეამჩნიეს არიან სპორტული აღნაგობის. გამოირჩევიან სპეციალლური უნარებით. მათ შეუძლიათ დროულად მიმალვა. მოქმედებენ ღამით. შემჩნიეს, რომ არიან შეიარაღებული. დადიან გრძელი წვერით. ვფიქრობ ეს არის მიზან მიმართული პროვოკაცია. დავურეკე ადგილზე მოქმედ პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს. მათი განმარტებით მიმდინარეობს გამოძიება. მდგომარეობა ძალიან რთულადაა. მოუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად მოახდინეთ რეაგირება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia”
კომენტარები