პოლიტიკოსი, ანა დოლიძე:
“დაახლოებით ორი წელია არ ვყოფილვართ მთავარი არხი • Mtavari Arkhi -ის ეთერში. გუშინდელი Nika Gvaramia -ის მონოლოგის შემდეგ გასაგებია, რომ გახარია არის ,,ნაციონალური მოძრაობის” ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი პარტნიორი ოპოზიციაში. მთავარი არხიდან ჩვენი სრული დაბლოკვა და პარტიების ჩამოთვლის დროს, ჩვენი გამოტოვება, მიუხედავად ჩვენი რეიტინგებისა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თუ ვინმეს შეუძლია ღირსეული მეტოქეობა გაუწიოს პარტიებს, როგორც ერთ პოლუს ისე მეორე პოლუსს, ეს სწორედ ჩვენ ვართ! ,,მთავარი არხი” რომ არაპარტიული ტელევიზიაა ეს სრული მითია. მითი იქნება მანამ, სანამ ყველას, მიუხედავად იმისა, ელაქუცება თუ არა ნაციონალურ მოძრაობას, შესაბამისი წვდომა არ ექნება ამ ტელევიზიაზე. მანამდე რაღაც ევროპულ ფასეულობებზე თავს ნუ დადებთ. ნუ გეშინიათ დებატების დებატების თქვენივე ეთერებში.”
კომენტარები