პარტუა საქართველოსთვის პოლიტ, საბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
“რითი ხვდება ქვეყანა ბორელს:
ანტი-კორუფციული რეფორმა, ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა – ანტიკორუფციული ბიურო პრემიერის მიერ დანიშნული ხელმძღვანელით, საგამოძიებო ფუნქციის გარეშე; ელიტური კორუფცია – სიცოცხლისთვის სახიფათო მშენებლობები ოცნების მხარდამჭერებისთვის და შემომწირველებისთვის, ჩარტერული რეისები პრემიერის ოჯახისთვის და ა.შ.
ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერება, საარჩევნო ჩარჩოს დახვეწა – დამოუკიდებელი ინსტიტუტები აღარ გვაქვს, ცესკოც საბოლოოდ დაქვემდებარებულია;
მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა – სანქცირებული მოსამართლეები და ნაცმოძრაობასთან გარიგებით არჩეული ხელისუფლებისადმი ლოიალური საბჭოს წევრები;
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა – ქურდების მხრიდან „დაკრიშვა“ და წილში ჩაჯდომა, ფულის „ახევა“ ჩვეულებრივი წესია (რეგიონებში განსაკუთრებით პრობლემაა);
ქმედითი საპარლამენტო კონტროლი – საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში მთავრობისთვის წერილებზე დარღვეული ვადები და პარლამენტში გამოუცხადებლობა;
დეოლიგარქიზაცია – დანარჩენი პუნქტების შესრულებით ბუნებრივად უნდა აღმოფხვრილიყო ოლიგარქიული გავლენები ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში, თუმცა, პუნქტების უმეტესობა არ შესრულებულა;
დეპოლარიზაცია – კიდე უფრო მეტად გაღრმავებული პოლარიზაცია.”
კომენტარები