“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:
“ჯერ იყო და პრემიერ-მინისტრის მცირეწლოვან შვილებს უსაფრდებოდნენ “ჭუტავიზიის” ჟჟჟურნალისტები დედოფლისწყაროს პაპა-ბებოს სახლთან. მერე ვერ მოინელეს, რომ ნიკო ღარიბაშვილმა არა თუ КГБ-ს კიევის ფილიალ-სასწავლებელში მოაწყეს სააკაშვილივით, თუ ხოშტარიასავით, რუსეთის საგარეო დაზვერვის ფილიალ-სასწავლებელში – არამედ აშშ-ს პენსილვანიის შტატის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში თავისი ცოდნით ჩააბარა.
ეხლა მამაშვილურ სიყვარულს უწუნებენ პრემიერს, რომელმაც თავისივე სახსრებით საკუთარი შვილი ჩაიყვანა არა ნაყოფიასავით – მოსკოვში, არამედ ამერიკაში. “ჩუსტებიდან” ამოხტა ნაცმედია, რომლის ბელადმა მხოლოდ 2012-2013 წ.წ. ათობით VİP-სექტანტი აგულავა მსოფლიოს უამრავ კუთხეში საბიუჯეტო სახსრებით. ბელადმა, რომელმაც “საპრეზიდენტო ფონდიდან” (საბიუჯეტო სახსრებით) არა მხოლოდ საკუთარი, არამედ თავისი ლაქიებისა და ფროილინების შვილების სწავლის საფასური გადაიხადა ამერიკასა და ბრიტანეთში.
ნაცსექტის ეს უნიკალური თვისება – შეეხო თემას, რომელშიც “ასით ნოლს” აგებ – ყოველთვის მაოცებდა, მიუხედავად სექტანტების ფსკერთან მიახლოვებული IQ-მაჩვენებლებისა. ყოველ ჯერზე ნაღმებზე დაბიჯებით და მათზე ხტუნვით ასეთ სიამოვნებას იღებდეს მათი ოლიგოფრენიული საზოგადოება – ეს ხომ ცალკე საცირკო სანახაობაა…”
კომენტარები