აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში ვიზიტის მეორე დღეს მესაზღვრეებს ესტუმრა.
უკრაინაში აშშ-ის ელჩთან, ბრიჯიტ ბრინკთან ერთად, ის კიევის რეგიონში უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უსაფრთხოებისა და მომარაგების ობიექტს ეწვია და მიწისქვეშა თავშესაფარიც დაათვალიერა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში გუშინ, 6 სექტემბერს ჩავიდა და აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა. უკრაინა შტატებისგან $1 მილიარდზე მეტს მიიღებს. პაკეტი მოიცავს სამხედრო და სამოქალაქო უსაფრთხოების დახმარებას.
კომენტარები