ვერ შევძელი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მოგვემზადებინა ისე, რომ კრიზისულ სიტუაციებში მათ შეძლებოდათ საკუთარი თავის გაკონტროლება. ეს მათი ბრალი არ არის, ჩემი ბრალია, – ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 26 მაისის აქციის დარბევაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა რომ სპეცრაზმის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება მომიტინგეებზე პირადად მისი ბრალია.
„მე თავს არ ვიმართლებ. ეს სპეცრაზმელები ერთი და სამი კვირის წინ მორიგეობდნენ ცხინვალთან პოსტებზე და სამ ან ოთხ თვეში ერთხელ იყვნენ თავდასხმის მსხვერპლი. ჩვენ არ გვქონდა იმდენი რესურსი, რომ ცალკე სპეცრაზმელები ყოფილიყვნენ, თუ მიტინგი ჩატარდებოდა, მომხდარიყო მათი ლოკალიზაცია და ცალკე ისინი, ვინც იქნებოდნენ ფრონტის წინა ხაზზე.
სამწუხაროდ, ვერ გავზომეთ, არ გვეყო ამისთვის დრო, ენერგია, ცოდნა გამოცდილება, რომ ეს ადამიანები ისე გაგვეწვრთნა და ამას სჭირდება სპეციალური გაწვრთნა, რომ ბოლომდე დაეცვათ კანონის ნორმები და რაც მთავარია, გაეკონტროლებინათ საკუთარი ემოციები”
კომენტარები