ანა ურუშაძე, რომელიც შვილთან ერთად ხორეთში იმყოფება, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“ეს ბიძაჩემის სახლია, ამ ეზოში გავათევინო ღამე ჩემ 3 წლის ბავშვს? იქნება გვიშველოთ ორი დღე კიდე უნდა იწვიმოს.
…
მესენჯერი სავსეა ვერ გწერთ კარგად ვართ, უბრალოდ გაგვიყვანეთ აქედან, გადაუღებლად წვიმს და ღამით მეშინია.”
შეგახსენებთ, გურიას თავს დღეს მეწყერი და ღვარცოფი დაატყდა, დაკარგულად გამოცხადდა სამი ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი. 2 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია, გრძელდება ერთი არასრუწლოვანის ძებნა. ადგილობრივების თქმით, ხორეთში განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა, ჩახერგილია გზა.
კომენტარები