სამოქალაქო აქტივისტი გურიიდან, ირმა გორდელაძე:
მეგობრებო! შუქი არ მოგვეწოდებოდა, კომუნიკაციაზე ვერ გამოვდიოდით. მადლობა, თქვენ გულს ვენაცვალე, პირადი სავსეა შეტყობინებებით.
სამწუხაროდ მდინარე სუფსა გადაირია და დაარტყა სანაპირო სოფლებს, მეწყრული მოვლენებია, დატბორილი ეზოები და მსხვერპლიც.
გარემოზე უდიერი დამოკიდებულება სავალალოდ გვიბრუნდება.
ყველაზე დაჩაგრული მდინარე სუფსაა, სადაც წლებია გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვა-ღორღის ვანდალური მოპოვება-ტაციაობა მიმდინარეობს, მდინარის სანაპირო ზოლი იავარქმნილია, ნატანი არ დაუტოვეს მდინარეს მოსაჭიდი, არ არსებობს ჯებირები, არ მიმდინარეობს საჭირო ლოკაციებზე მდინარის გასწორხაზოვნება , არ არსებობს მონიტორინგი გარემოზე ზემოქმედების….და სუფსამ დააბრუნა უკან ადამიანთა სიბრიყვე.
წლებია ვცდილობთ მდინარეების გადარჩენას. ამავეს გაიმეორებს მდინარე ნატანებიც, რომელსაც აოხრებენ წლებია.
5 წლის წინ 56 კარიერი იყო გურიის მდინარეებზე, აქედან ნახევარზე მეტი შევაჩერეთ გარემოსდამცველებმა, ადგილობრივი მედიისა და მოსახლეობის დახმარებით. მაგრამ უკონტროლოდ წიაღის მოპოვება კვლავ გრძელდება, ხოლო მინერალური რესურსების სააგენტო საჯარო დოკუმენტაციებს არ გვაწვდის, ზედამხედველობის დეპარტამენტი კი მკვდარზე ვენოკია….
კორუფციას გადავაყოლეთ ქვეყანა.
მთელი ამ წლების ბრძოლები დევს ფეისგვერდზე-
აქვე გაწვდით მდინარე სუფსაზე “ეკოს” მიერ გამოვლენილ უკონტროლო, ვანდალურად მომპოვებელი კარიერების ფოტო-კილაჟს, ვიბრძოდით, ვინ გვიჯერებდა?
ასე რომ მოეპყრობი მთის მდინარეს, აბა რას იზამდა? ივივე მდგომარეობაა მდინარე ნატანებზეც.
სოფლები: სილაური, ბაილეთი, ჯუმათი, აცანა, მერია, გურიანთა, ციხისფერდი…
ფოტოები გვერდიდან-გადავარჩინოთ გურიის მდინარეები.
კომენტარები