ტვ პირველის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკაში დასასვენებლად სამთავრობო თვითმფრინავით წავიდა.
ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით 19 აგვისტო – შუადღის 14:00 საათი – სამთავრობო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გასაფრენად ემზადება. სი არ ჯი 200 -ის ბორტზე დაახლოებით 10 მგზავრია: პრემიერი, მისი ოჯახის რამდენიმე წევრი და პირადი მცველები. ირაკლი ღარიბაშვილი ამ დღეს საზაფხულო არდადეგებზე შეერთებულ შტატებში გაფრინდა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი, “სი არ ჯი 200”, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა შვებულების დროის პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, თვითმფრინავს კი ექსპლუატაციას ავიაკომპანია “ჯორჯიან ერავეზი” უწევს. პილოტებიც და ბორტგამცილებლებიც თამაზ გაიაშვილის თანამშრომლები არიან.
ვინ დაავალა სამთავრობო ბორტით ღარიბაშვილი პირად საქმეზე წაეყვანა? – “ჯორჯიან ერავეზის” მფლობელმა “შაბათის ეთერს” უთხრა, რომ პრემიერის მიუნხენში ჩაყვანა და უკან ჩამოყვანა, მას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურმა დაავალა.
გაიაშვილი ამტკიცებს, რომ მან ფრენის შესრულებაზე მოთხოვნა ანზორ ჩუბინიძისგან მიიღო და მისი მოვალეობა არ იყო, იმის შემოწმება, პრემიერი არდადეგებზე მიფრინავდა თუ საქმიანი ვიზიტით.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, პრემიერი სამთავრობო თვითმფრინავით არა მხოლოდ არდადეგებზე წავიდა, არამედ თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში პრემიერის ერთი კვირა ელოდა, ვიდრე ის ამერიკას მოივლიდა, რომ უკან წამოეყვანა.
პრემიერი უკან, საქართველოში 28 აგვისტოს თბილისში შუადღით, 12 საათსა და 49 წუთზე დაეშვა.
კომენტარები