რადიო თბილისის მფლობელი რამაზ სამხარაძე აცხადებს, რომ მთავრობის ფეისბუქის გვერდზე დაბლოკეს. მან კითხვა დასვა, საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც მთავრობა წერს, რომ ტვ “პირველის” ეთერში გასული მასალა დეზინფორმაციაა. განცხადებაში არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელ თამაზ გაიაშვილზე.
სად არის გაიაშვილი ? – წერდა სამხარაძე.
მან ღარიბაშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მოგვიანებით ფეისბუქზე მონიშნა.
?”რატომ დამბლოკეთ მთავრობის სტრადკომის გვერდზე? კითხვა დავსვი სად იყო გაიაშვილზე პასუხი Nino Giorgobiani ჰო და, ახლა საჯაროდ გეკითხებით როგორც რადიო თბილისის მფლობელი და დირექტორი. ნინო, გაიაშვილი ტყუის ?! მთელი მედია ველით განმარტებას.”
მოგვიანებით, რამაზ სამხარაძემ დაწერა, რომ მას ახსნეს ბლოკი:
“მეგობრებო, ნინო გიორგობიანთან კომუნიკაციის შემდეგ, ბოლოკი ახსენეს ჩემს პროფილს მთავრობის სტრატკომის გვერდიდან”, – წერს სამხარაძე
კომენტარები