კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე:
,,განმარტება – ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იმპიჩმენტი შესაძლებელია ორი მოტივით დააინიცირო: (1) პრემიერის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, (2) ან პრემიერის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობა.
როგორც ვნახე (მაგრამ გზაში ვარ და კარგად ვერ ვეძებ) ოპოზიცია მეორე გზით მიდის. მოდით ვნახოთ რას ნიშნავს ეს:
1. ოპოზიციას სჭირდება სულ ცოტა 50 დეპუტატი;
2. ამათ უნდა მოამზადონ დოკუმენტი. სადაც დაასაბუთებენ საკუთარ პოზიციას და გაუგზავნიან საკონსტიტუციო სასამართლოს;
3. ოპოზიციამ უნდა ჩამოწეროს არგუმენტები და წარმოადგინოს მტკიცებულებები (რამდენადაც შესაძლებელია მათ ხელთ არსებული მექანიზმებით ამ მტკიცებულებების მოპოვება), ანუ უნდა ააგოს ლოგიკური ჯაჭვი რითაც აჩვენებს გონივრულობას საკუთარი პოზიციის; თუმცა ეს არ არის ის სტანდარტი რაც მაგალითად პროკურორს მოეთხოვება (გასაგებია რომ დეპუტატებს არ შეუძლიათ იმ დონის გამოძიების ჩატარება და შესაბამისი ბრალდების მომზადება, რაც სამართალდამცავ სისტემას).
4. ყურადღება უნდა გავამახვილოთ ❗️საკონსტიტუციო სასამართლო არ ადგენს იმას პრემიერმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული. ის მხოლოდ ამ კითხვას პასუხობს: არის თუ არა პრემიერის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები;
5. ბუნებრივია, პირის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენას არ სჭირდება მტკიცების ისეთი მაღალი სტანდარტი, როგორც მის დამნაშავედ ცნობას. მეტიც საკონსტიტუციომ შეიძლება დადებითი დასკვნა გასცეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ პირმა მართლა ჩაიდინა დანაშაული. საკონსტიტუციოს ამ დასკვნის შემდეგ შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის პირი გამართლდეს და ამაში არაბუნებრივი არაფერია.
და კიდევ პრეზიდენტისგან განსხვავებით პრემიერის იმპიჩმენტს 76 ხმა ყოფნის.”
კომენტარები