თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:
„ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე:
— აღიარებულია, რომ ჩინელი ტურისტი კარგია, რუსებთან შედარებით ბევრ ფულს ხარჯავენ!
— ქვეყანას რაც ნაკლები ბარიერები ექნება ადამიანების თავისუფალი მიმოსვლისთვის ასევე კარგია!
— ცუდია, რომ ისევ ცალმხრივად ვანიჭებთ პრივილეგიებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვისა და გათვალისიწინების გარეშე;
— უცებ რომ მართლა მოგვაწყდეს ჩინელი ტურისტების ჯგუფები რა მასშტაბის სამზადისი გვაქვს ქვეყანაში ტურიზმის ინფრასტრუქტურაში?
— და ვინმეს გჯერათ რომ ეხლა ტურისტების ნაკლებობა სავიზო რეჟიმის ბრალი იყო? საქართველოს ვიზის აღებაზე ადვილი არაფერია ამ ქვეყნად
— ცუდია, რომ ჩინელებისთვის სრულად ვხსნით საზღვარს და ტაივანელებს საერთოდ არ ვუშვებთ ქვეყანაში;
– ეს ცუდი პოლიტიკური განაცხადია.
— ცუდია, რომ ყველაფერი რაც დღეს სინო-საქართველოს ურთიერთობებში ხდება სრულიად ერთმნიშვნელოვნად დასავლეთის ჯინაზე კეთდება, ორონდ ვის ვეჯინებით და რის იმედად ვართ სრულიად გაუგებარია.
როგორც ყოველთვის, სტრატეგიულად არასწორ დროს, არასწორ ადგილზე ვხვდებით ხოლმე და მერე შედეგებზე ვვიშვიშებთ, ეს უმისამართოდ თითის გაშვერაც ძალიან დაგვჩემდა, და რამდენჯერ უნდა წაგვემტვრას ეს გაშვერილი თითი მხოლოდ ამას ვეღარ ვითვლი“
კომენტარები