„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი:
„ევროკავშირის და NATO-ს წევრი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ის არ აპირებს საზღვარი გაუხსნას უკრაინულ ხორბალს.
მისი თქმით, როდესაც უკრაინას დახმარება სჭირდებოდა პოლონელებმა მათ „საკუთარი გულები და სახლები გაუღეს”, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება პოლონეთის ინტერესებისთვის ბრძოლას, მთავრობა იძლევა გარანტიას, რომ პოლონელი ფერმერების ინტერესები იქნება პრიორიტეტული.
აბა, ქართველო ნაც-ლიბერალებო რას გვეტყვით!? პოლონეთს აქვს უფლება გააჩნდეს საკუთარი ინტერესები და საქართველოს არა?! როდესაც ჩვენი პრემიერი საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს იცავს, ამას ანტიევროპულ ქმედებად ფუთავთ და სირცხვილისგან იწვით ხოლმე…
ვეღარავის მოატყუებთ, აღარასოდეს იქნება საქართველოს ინტერესები მეორეხარისხოვანი! მშვიდობა, სტაბილურობა და ხალხის კეთილდღეობაა უმთავრესი მიზანი და არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ან რომელიმე ბლოკის წევრობა!
ამ მიზნის მისაღწევად კი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია – საქართველო უპირველეს ყოვლისა!“
კომენტარები