პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
“ ძალიან კარგია, რომ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდათ და შოვის დაზარალებულები დახმარებას მიიღებენ. ძალიან ცუდია, როცა ხელისუფლება ამას კორუფციულ ფრენაზე და ორივე ფაქტის გამოძიების ვალდებულებაზე ინდულგენციის შესაძენდ იყენებს და სტუდენტების და დაზარალებულების დახმარება მის პირდაპირ ვალდებულებად არ მიაჩნია.
ასეთია უკიდურესად კორუმპირებული ხელისუფლების ბუნება. ოცნების კორუფცია მასშტაბით უკვე ქვეყნის უსაფრთხოებაზე გადის და სახელმწიფო ღალატია ტოლფასია.
დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეა და ასეთია ოცნების „გასაოცარი დემოკრატია“ 10 წლის თავზე.
ამიტომ
1. დამოუკიდებელი საგამოძიებო ბიურო (ოპერატიული ფუნქციით);
2. დამოუკიდებელი პროკურატურა და სპეციალიზებული ანტი-კორუფციული პროკურორები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით;
3. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სასამართლო;
4. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის ქმედითი მექანიზმები.”
კომენტარები