არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს სპეციალურ საიტზე საკუთარი მონაცემების ატვირთვა 21 მაისიდან შეეძლებათ.
აღნიშნული პროცედურა პირველ ივნისამდე გაგრძელდება.
ამ მიზნით სპეციალური ონლაინპლატფორმის შექმნა უკვე დაწყებულია.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პორტალზე თვითდასაქმებულები მარტივი წესებით მოახდენენ რეგისტრაციას და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვას.
რა ტიპის საბუთები იქნება მათგან მოთხოვნილი და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება იქნება აუცილებელი ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მიღებისთვის, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.
სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ პროცედურა მარტივი იქნება და დახმარების დანიშვნა დამოკიდებული იქნება ნებისმიერი ტიპის დასაბუთებაზე (მაგალითად, ბანკის ანგარიში ან სხვა იურიდიული დოკუმენტი) იმის შესახებ, რომ პირმა „კოვიდ-19“-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო დაკარგა შემოსავალი.
“ალია” – რა თქმა უნდა, თვითდასაქმებულებს ვერ ექნებათ ბანკის ამონაწერი და სინამდვილეში არც ისე მარტივი იქნება ამის დამტკიცება.
11 დღე იმის დასამტკიცებლად რომ თვითდასაქმებული იყავით – 11 დღე ყველა თვითდასაქმებულის საბუთების მისაღებად – საკმარისი იქნება თუ არა ეს 11 დღე, ყველა თვითდასაქმებულის საბუთების მისაღებად – ამას მაისის ბოლოს დავინახავთ, მით უფრო რომ ამ 11 დღიდან მხოლოდ 6 დღეა სამუშაო, 26 მაისი დასვენება და ორი შაბათ-კვირა გვაქვს კიდევ.
როგორც მთავრობა ამბობს, ანტიკრიზისულ გეგმაზე თვეებია მუშაობს და სოციალური დახმარების პაკეტებიც კარგა ხანია დაგეგმილი აქვს, მიუხედავად ამისა, ონლაინპლატფორმის შექმნას 21 მაისამდე ვერ ვახერხებთ.
სამაგიეროდ, მოქალაქეებს აქვთ საბუთების შესატანად 11 კალენდარული და 6 სამუშაო დღე.
კომენტარები