ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსკოვს, მინსკსა და ფხენიანს შორის სამმხრივი თანამშრომლობა შესთავაზა.
შეხვედრა პრეზიდენტებს შორის დღეს გაიმართა სოჭში, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.
პუტინმა ლუკაშენკოს კიმ ჩენ ინთან გამართულ შეხვედრაზეც მიაწოდა ინფორმაცია, რაზეც ლუკაშენკომ უპასუხა “ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ სამმხრივ თანამშრომლობაზე”.
“მგონია, რომ იქ ბელარუსისთვისაც შეიძლება მოიძებნოს საქმე, მოსკოვს, მინსკსა და ფხენიანს შეუძლიათ “სამმხრივ თანამშრომლობაზეც” დაფიქრდნენ”, – უთხრა ლუკაშენკომ პუტინს.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილო კორეის ლიდერი, კიმ ჩენ იანი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით 12 სექტემბერს ჩავიდა.
კომენტარები