ჟურნალისტი დავით ერაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს , რომელშიც იმ უხერხულობას ეხმიანება, რომელიც მას პირდაპირ ეთერში შეემთხვა
“მოკლედ, ბოდიში ვისაც ჩემი შეცდომით შეურაცხყოფა მოგაყენეთ… მეტს აღარ ვიზამ გპირდებით…
მაგრამ ყველა კლავიატურშიკის მზეჭაბუკის დედაც, ვინ არ მიცნობთ და ისე ხარობთ, თითქოსდა ვძაბავდი და ვხლართავდი გულისამრევები და საცოდავები ხართ!!!”
შეგახსენებთ, დავით ერაძეს, გუშინ პირდაპირი ჩართვის დროს, შეცდომა მოუვიდა და თქვა – „მძიმე პაციენტების მდგომარეობა გარდაცვლილ პაციენტებთან შედარებით მსუბუქია…“
ადამიანების უმეტესობა წერდა, რომ ეს იყო დღის კურიოზი, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აგრესიულად იხსენიებდნენ ჟურნალისტს, როგორც ჩანს, სწორედ ამ ნაწილს გულისხმობს დავით ერაძე.
კომენტარები