ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მიდის, ამის შესახებ მან „ფორმულას“ გადაცემა „მე-17 სართულის“ ეთერში განაცხადა. მიზეზად კი ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცის „თეატრი სახელოსნო 42“-ის გახსნა დაასახელა.
„როგორც კი 25-ში გავხსნით თეატრს, მე სამინისტროში მივალ და დავწერ განცხადებას… ტყუილს არ ვიტყვი, ეს ჩემთვის არავის უთქვამს. მინისტრმაც და სხვებმაც მითხრეს ორივეგან იყავიო, მაგრამ ვერ შევძლებ“, – განაცხადა ლევან წულაძემ. მისი თქმით, ის მარჯანიშვილის თეატრში რიგითი რეჟისორის სტატუსით კვლავ დარჩება, – წერს „კომერსანტი“.
კომენტარები