ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი ბრიფინგი და ისტორიული პარალელები თვალსაჩინოებისთვის:
ნაციონალურ მოძრაობას და მის ბელადს, ისევე, როგორც ქართველ ბოლშევიკებს 1921 წელს, სახალხო მხარდაჭერის არარსებობის გამო, ნულოვანი შანსი აქვთ, მოვიდნენ (დაბრუნდნენ) ხელისუფლებაში. შესაბამისად, ნაცებს, ისევე, როგორც მათ პოლიტიჯურ წინაპრებს, შიდა რესურსის კატასტროფული დეფიციტის ფონზე, სჭირდებათ უცხოური მხარდაჭერა, მეთერტმეტე არმია და სერგო ორჯონიკიძე. როგორც ჩანს, სამივე კომპონენტი მათ უკრაინაში დაიგულეს და დღევანდელი “საერთაშორისო კომუნისტური ინტერნაციონალის” მრავალკომპონენტიანი მხარდაჭერის იმედად, ძალისმიერ შტურმს გეგმავენ ქართულ სახელმწიფოზე.
ნაციონალური მოძრაობა – დღეისათვის – კლასიკური შულავერის კომიტეტია, ხოლო აქედან უკრაინაში გადახვეწილ თანამოძმებთან და შემფარებლებთან ერთად, ისინი ქმნიან ერთობას, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს “იმერ-ამერი” ნაცები.
სუსმა გაგვაფრთხილა – გაფრთხილებული კი, შეიარაღებულია.“
კომენტარები