“ჩვენი ხელისულების რეაქცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, კატასტროფული იყო. ფეხების ბაკუნი და მუქარები, რომ სააკაშვილის დანიშვნას შედეგები მოჰყვება, ძალიან ღიმილის მომგვრელია“, – ამის შესახებ “2020NEWS“ -თან პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
“დიპლომატიური ენის ფარგლებიდან აბსოლუტურად გავიდნენ, უკრაინას რითი ემუქრებიან?! დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ნიშნავს, რომ ქვეყანას ომს უცხადებ. არც ერთი პიროვნება, მათ შორის სააკაშვილი ამად არ ღირს. ეს არის მათი შიდა საქმეები. ძალიან დამთრგუნველია, რომ უკრაინაში ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ ეს არის მათი შიდა საქმეები.
თუ ადამიანი კრიმინალია, მაშინ მის ექსტრადირებაზე აქტიურად უნდა მუშაობდნენ. რომელ ეტაპზე მუშაობდა ხელისუფლება მის ექსტრადირებაზე?! მათი ამოცანა იყო, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულიყო და მისგან მუდმივად მტრის ხატი შეექმნათ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერობა შესთავაზა. ამ წინადადებაზე სააკაშვილი ზელენსკის დასთანხმდა. სააკაშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად უკრაინის რადამ უნდა განიხილოს
კომენტარები