დღეს, 2023 წლის 20 სექტემბერს, ქართული ოცნებას თავმჯდომარე, განმარტავს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი, გიორგი ვაშაძე, იმიტომ სცემეს პარლამენტში, რომ “რაღაცა სიტყვები” იძახა, და როცა ადეიშვილის ყოფილი წარმომადგენელი რაღაც სიტყვებს იძახის, არ უნდა უკვირდეს აგრესია:
“ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე იყო… რა მნიშვნელობა აქვს, რომელ უწყებას წარმოადგენდა… თქვენ ხომ კარგად იცით, ვაშაძე იყო ერთ–ერთი ყველაზე სისხლიანი წარმომადგენელი იმ სისხლიანი რეჟიმის, ადეიშვილის, სისხლიანი მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც სასამართო სისტემას იყენებდა ადამიანის დასჯისთვის, რეპრესიებისთვის, ბიზნესის რეკეტისთვის.”
“ალია” შეგახსენებთ, ცემას და ფიზიკურ შეურაცხყოფას არ შეიძლება ჰქონდეს მიზეზი და კობახიძის ეს განცხადება კანონს ეწინააღმდეგება.
2013 წელი, ბიძინა ივანიშვილი, იგივე ზურაბ ადეიშვილზე:
“მე არ მინდა დავივიწყო და ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენ პრაქტიკულად მივიღეთ არაკორუმპირეული პროკურატურა. ის რომ პროკურატურა და სასამართლო იმ თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ხელფასზე იყვნენ დამოკიდებულნი, ჩვენ ეს პოზიტივი მივიღეთ და ამით წარმატებით ვსარგებლობთ. ზევიდან კარნახი რაც იყო, პოლიტიკური ნება ჩაიხსნა. შეკვეთებს ღებულობდა ადეიშვილიც და რა თქმა უნდა მისი ბრალეულობაცაა, რომ ასრულებდა, მაგრამ შეკვეთები იყო ეს არ იყო მისი იდეოლოგია. ისიც კი ძალადობას განიცდიდა. ეს არის ჩემი პოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს შემთხვევაში ადეიშვილი იქნებოდა ყველაზე წარმატებული თუ არა, ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი. მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მას ვალდებულებისგან და პასუხისმგებლობისგან, თუ მან ჩაიდინა დანაშაულები. მაგრამ ჩანს, რომ მან მოახერხა სასამართლოც და პროკურატურაც ცხოვრობდნენ ხელფასებზე და სასამართლო ძალიან დაბალ ხელფასებზე,”
კომენტარები