აღმოჩნდა, რომ რუსი ბიზნესმენი, მამუკა ფიფია, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ შეიყვანა პარლამენტში მან შეიყვანა. მთავარი არხის ცნობით, ჩიგოგიძემ თქვა, რომ ფიფიას 15 წელია იცნობს. პარლამენტში შეყვანა თავად ფიფიამ სთხოვა და მასთან ბიზნესთან დაკავშირებული საქმე ჰქონდა.
აპირებდა და აპირებს თუ არა, რუსეთში ბიზნესის კეთებას ვასილ ჩიგოგიძე, ამ კითხვისთვის მას პასუხი არ გაუცია. ისევე, როგორც უცნობია, ბიზნესშეხვერა რატომ დაიგეგმა პარლამენტში და კონკრეტულად, რომელი ბიზნესის ინტერესებზე სასაუბრად დაუშვეს საშვი რუს ბიზნესმენზე.
დღეს, ოცნების დეპუტატები, ამტკიცებდნენ, რომ წარმოდგენა არ აქვთ, ვინ არის მამუკა ფიფია და როგორ მოხვდა პარლამენტში, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ, მაინც გადაწყვიტეს, ეთქვათ, ვინ დააშვებინა საშვი მასზე.
გავრილოვის მეგობარი ფიფია რომ საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძემ შეიყვანა, განცხადება “ქართული ოცნების” ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც გააკეთა. მისივე თქმით, “ვასიკოც გაბრაზებულია”, რომ ფიფიამ პარლამენტიდან ფოტო დადო.
“ვასილ ჩიგოგიძემ დაუშვა საშვი, შემოიყვანა და უთხრა, რომ დალოდებოდა მის ოთახში. მაშინ აქვს, როგორც ჩანს, ეგ ფოტო გადაღებული”, – თქვა მდინარაძემ.
“ვასიკოც გაბრაზებული” – კიდევ ვინ არის გაბრაზებული, და არის თუ არა ვინმე ოცნებიდან კიდევ გაბრაზებული, მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია.
კომენტარები