“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე:
მე ვითხოვ, რომ ფარცხალაძე დაიჭირონ, იმიტომ, რომ ფარცხალაძე არის დასაჭერი. ფარცხალაძე არის გაშიფრული რუსეთის აგენტი, რომელიც ცხოვრობს ახლა, წყნეთშია წამოწოლილი და თავის აგენტურულ ქსელს მართავს, რომლითაც ახორციელებს გავლენას როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს უწერია, საქართველოში საზოგადოებრივ აზრსა და ქართულ პოლიტიკაზე. ეს ადამიანი არის დასაჭერი. არსებობს საფრთხე, რომ ეს ადამიანი ქვეყნიდან გაიქცეს. ეს ადამიანი არის დასაკავებელი, მისაცემია წინასწარ პატიმრობაში, შემდეგ არის გამოძიება ჩასატარებელი და შემდეგ არის ჩასასმელი ციხეში. მარტივი ამბავია, ოღონდ ეს უნდა გააკეთოს ნორმალურმა ხელისუფლებამ, იმიტომ, რომ ამას არ გააკეთებს რუსული ხელისუფლება. მოლოდინი, რომ ისინი ამას იზამენ, არ არის, მაგრამ ის, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონეს ნორმალურ საქართველოს მოქალაქეს, არის ეს, რომ ანგარიშები გაუყინონ კი არა, დასაჭერია.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრეულები. ისინი ნათია თურნავას იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.
კომენტარები