ლელოს წევრი, ლევან სამუშია:
“ბიძინა ივანიშვილს სანქცირების ეშინია და ნერგავს ქვეყნისთვის საშიშ პრეცედენტს. თურნავა გვეუბნება, რომ ბიძინასაც არ შევახებთო.”
“სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს. იქნება ეს ფარცხალაძე, იქნებით ეს თქვენ, ჯვარი გწერიათ, იქნება ეს კიდევ ვინმე სხვა, ყველას დაგიცავთ ერთნაირად” – ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა კითხვას – “ხვალ სახელმწიფო დეპარტამენტმა რომ დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ამ შემთხვევაშიც თქვენ პირდაპირ ამბობთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არცერთ მათგანს ანგარიშებს არ გაუყინავს, იქამდე, სანამ ასევე სანქცირებული მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო არ იყოს, რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავეები?”
კომენტარები