ინდოეთის ქალაქ ალაჰაბადის მკვიდრმა მუმბაიდან სახლში დასაბრუნებლად 28 ტონა ხახვი იყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
მკაცრი იზოლაციის რეჟიმის მიუხედავად სასურსათო პროდუქციით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების შტატებს შორის გადაადგილება ნებადართულია. 21 აპრილს მუმბაის აეროპორტის თანამშრომელმა, პრემ მურტი პანდეიმ აგრარულ ბაზარში 28 ტონა ხახვი იყიდა, სატვირთო ავტომობილი დაიქირავა და ბოსტნეულით მოვაჭრის სტატუსით ალაჰაბადში დაბრუნება გადაწყვიტა.
სამ დღეში მან 1400 კილომეტრი გაიარა და გზად სამი შტატის საზღვარი გადალახა. 25 აპრილს ამის შესახებ ალაჰაბადის პოლიციისთვის გახდა ცნობილი, რის შემდეგაც პრემ მურტი პანდეი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
კომენტარები