ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის თემაზე გამართული დისკუსიის დროს განაცხადა:
“ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია! საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ გზის საბოტაჟს აპირებს. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ამას არ მიიღებს. ახლა არ არის გზა უკან, რუსული ჭაობისკენ. შეზღუდულ თავისუფლებებსა და ავტოკრატიაში დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. საქართველოს ევროპული მომავლისკენ მხოლოდ ერთი გზა არსებობს. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება თავისი ხელისუფლებისგან. თბილისში, ბრიუსელში და განსაკუთრებით მოსკოვისთვის ხმის მისაწვდენად ყველა ქუჩაში გამოვიდა. ევროპული იდენტობა წყლის ჭავლით ვერ ჩამოირეცხება, ევროკავშირის დროშის დაწვა ევროპას ქართველთა გულებში ვერ დაწვავს ევროკავშირს და ძალადობა უსარგებლოა თავისუფლებისთვის მებრძოლების მიმართ. საქართველოს კონსტიტუცია წმინდაა. 78-ე მუხლი უზრუნველყოფს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. თუმცა, ხელისუფლებამ ერთი ოლიგარქისა და კრემლის ინტერესები კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა. როდესაც ხელისუფლებაში მყოფები ღალატობენ საკუთარ ხალხს, ხალხი საკუთარ ძალას გამოავლენს. დადგა დრო, მივბაძოთ ქართველებს და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, თუნდაც მათი მთავრობა არ იმსახურებდეს.”
კომენტარები