ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
“ვეცდები ავხსნა!
რატი ბრეგაძის უწყების ეს გადაწყვეტილება, სინამდვილეში არის… “სპლიტი”… , ანუ – გამიჯვნა უკვე განწირული ოთარ ფარცხალაძისა… გაგიკვირდებათ და, ბიძინა ივანიშვილისგან!
ვინაიდან, ბრეგაძის უწყების ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ნათელა თურნავას გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თუ სანქცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა, მას არ დაუყადაღებენ ანგარიშებს თუ ჩინჩალაძის სასამართლოში არ იქნება გამტყუნებული.
თურნავამ დასძინა, რომ ეს არის პრეცენდენტული გადაწყვეტილება, ანუ – თუ მომავალში ვინმეს, ვინც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა აშშ-დან დაადებენ სანქციებს, სებ-ი იმ პირს არაფერს დაუშავებს! ეს “ვინმე” შეიძლება იყოს თვით ივანიშვილიც კი, რომელიც მხოლოდ! საქართველოს მოქალაქეა!!!
ფარცხალაძე ჩავარდა კი არა, ჩააგდეს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქე-ც იყო… ანუ, ერთგვარ მავრად იქცა…
თუმცა…
აქ არსებობს კიდევ ერთი ვერსია! მოასწრო თუ არა ფარცხალაძემ თანხების გადარიცხვა სხვაგან? განსაკუთრებით კი “ქართუ ბანკიდან” ამ პინგ-პონგის დროს?!
თურნავამ, წესით, ახალი ბრიფინგი უნდა ჩანიშნოს და გვაუწყოს სებ-ის ახალი (რეალურად კი პირველი) განცხადების აფდეითი და კომერციულ ბანკებს (მათ შორის, “ქართუს”) უნდა უთხრას, რომ აწ უკვე მხოლოდ რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძეს ანგარიშები უნდა გაუყინონ!
თუ “ქართუ” თურნავას დაუჯერებს… (და აბა რას იზამს) – ეჭვი, რომ ფარცხალაძემ პირობითად 500 მლნ დოლარი გაიტანა, გაძლიერდება, ოღონდ… (აქაც ერთი ოღონდ)… როგორ გაიტანა? და ვისი ფული გაიტანა – “ობშიაკის”?
კომენტარები